Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მატჩების მიმოხილვა’ Category

ევრო 2012-ის ფინალზე ესპანეთმა ყველა გუნდის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ახლა უკვე ევრო 2012-ის თასი – ესპანეთი – იტალია 4:0 დასრულდა. ასეთი შედეგით ევროპის ჩემპიონატის ფინალი ჯერ არცერთ ნაკრებს არ მოუგია. იტალიამ ვერცერთი საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლო.

შეხვედრა თავიდანვე ესპანელების უპირატესობით დაიწყო. პირველი გოლის გატანამდე, იტალიის კარს ბურთი რამდენჯერმე ასცდა. მეთოთხმეტე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა. გოლი სილვამ გაიტანა.

ამის შემდეგ იტალია თითქმოს უფრო გამოცოცხლა, თუმცა ეს შეხვედრის ანგარიშზე არ ასახულა. 41-ე წუთზე კი, ესპანელებმა კიდევ ერთი ქულის დაწერა შეძლეს. ანგარიში 2:0, ალბამ სხვაობა გაზარდა.

50-ე წუთზე დი ნატალეს ჰქონდა სხვაობის შემცირების შანსი, მაგრამ კასილასმა ბურთი აიღო. მესამოცე წუთზე კი, ისედაც ცუდ დღეში იტალიელები მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ. ტიაგო მოტა ტრამვის გამო თამაშს გამოეთიშა.

იტალია თანდათან თითქოს დათმობაზე წავიდა და ესპანეთმა კიდევ ორი გოლის გატანაც მოახერხა. 84-ე წუთზე ტორესის, ხოლო 4 წუთში მატას დარტყმამ შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

იტალიელები იმედგაცრუებულნი დარჩნენ. დასაწყისში თითქმის არავინ ელოდა იტალიელების ასეთ თამაშს, მაგრამ ესპანეთმა მთელი მოედანი დაიპყრო. ზედიზედ სამჯერ, სამი ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო მოვლენის ჩემპიონი გახდა.


Read Full Post »

ესპანეთი – იტალია, ევროპის ჩემპიონის სტატუსისთვის ეს ორი ქვეყანა იბრძოლებს. გუშინ, გერმანიასთან გამართული თამაშით, იტალიამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის დასაწყისში უპირატესობა გერმანიის ხელში იყო, თუმცა ცოტა ხანში იტალიელებმა აჯობეს და მეოცე წუთზე პირველი გოლიც გავიდა. გერმანიის კარი ბალოტელიმ აიღო.

იტალიელებმა 1:0 არ იკმარეს და სულ რაღაც 15 წუთში ანგარიშის სხვაობის გზარდა მოახერხეს. მეორე გოლიც ბალოტელიმ გაიტანა.

პირველივე ტაიმი იტალიის აშკარა უპირატესობით დასრულდა და მეორე ნახევარშიც ეს გუნდი საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა. გერმანია 3:0-ს რამდენჯერმე გადარჩა. ერთხელ 75-ე წუთზე, როდესაც მარკიზიომ დაარტყა კარში არაზუსტად და მეორედ 82-ე წუთზე. ამჯერადაც არაზუსტი დარტყმის გამო, დი ნატალემ კარს ააცილა.

გერმანია 2:0-ს აგებდა, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და იოზილმა სხვაობა შეამცირა.

გერმანელების იმედის მიუხედავად, შეხვედრა ბოლოს მაინც 2:1, იტალიის გამარჯვებით დასრულდა. ფინალისტის სტატუსი იტალიას, ფაქტობრივად ბალოტელიმ მოუტანა და ბომბარდირთა სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილიც დაიკავა.





Read Full Post »

ევრო 2012-ის ერთ-ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე გაირკვა. ესპანეთი 1 ივლისს გერმანიას ან იტალიას შეხვდება და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მანამდე კი, ნახევარფინალის უკვე ჩატარებულ, პირველ მატჩს გადავხედოთ. ესპანეთსა და პორტუგალიას შორის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ხანგრძლივი გამოდგა. გუნდებს არც დამატებითმა დრომ უშველა და ჯერი ისევ პენალტებზე მიდგა. საბოლოო შედეგი, როგორც იტალია – ინგლისის შემთხვევაში, აქაც 4:2 დაფიქსირდა, ესპანეთის მოგებით, რა თქმა უნდა.

პირველი ნახევრის დასაწყისში პორტუგალიის თამაში ესპანეთისას ჯობნიდა, თუმცა ძალიან მალე ესპანელები ფორმაში მოვიდნენ.

მეორე ტაიმში ისევ პორტუგალიის ნაკრები უტევდა. რონალდუმ ბევრჯერ ცადა გოლის გატანა, თუმცა კარს ვერცერთხელ ვერ დაუმიზნა.

დამატებით დროში ესპანელებმა მოედნის ცენტრში გაიბატონეს და სრული 120 წუთის დასრულებამდე უპირატესობას ფლობდნენ.

პენალტების სერიაში გოლები ინიესტამ, პიკემ, პეპემ, რამოსმა და ნანიმ გაიტანეს. შეხვედრის ბედი კი, სესკ ფაბრეგასის დარტყმამ გადაწყვიტა. კრისტიანო რონალდუს პენალტის დარტყმის შანსი აღარ მიეცა. პორტუგალიის მწვრთნელმა, პაულო ბენტომ, თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს შეუძლიათ ამაყად დაბრუნდნენ შინ, მათ ესპანეთის ნაკრებთან წააგეს.





Read Full Post »

მეოთხედფინალების ბოლო მატჩი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საინტერესოდ საყურებელი გამოდგა. შეხვედრა ინგლისსა და იტალიას შორის 0:0 დასრულდა. ანგარიში არც დამატებითი დროის მიმდინარეობისას გახსნილა. მხოლოდ ბოლო წუთებზე ანტონიო ნოჩერინომ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ჯერი პენალტებზე მიდგა.

თამაშის დასაწყისში უპირატესობა თითქოს ორივე გუნდის მხარეს იყო, თუმცა ცოტა ხანში იტალიის შეტევებმა აშკარად აჯობა ინგლისისას. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ბურთს ძირითადად იტალიის ნაკრები ფლობდა და სახიფათო მომენტებსაც სწორედ ისინი ქმნიდნენ. ინგლისის ნაკრები კი, ან თავს იცავდა, ანდა კონტრშეტევებით ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.

საბოლოოდ, პენალტების დანიშვნამ ნახევარფინალის საგზურის მფლობელი მაინც გამოავლინა. იტალიამ ინგლისს 4:2 მოუგო. დასაწყისში, 1:1 ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ, უპირატესობა თითქოს ბრიტანელების მხარეს გადაიხარა, მაგრამ ცოტა ხანში ანდრეი პირლომ სიტუაცია გამოასწორა და იტალიას კიდევ ერთი ქულა მოუტანა.

საბოლოო შედეგი კი, დიამანტიმ დააფიქსირა და ანგარიში 4:2 დასვა. იტალია 28 ივნისს, ვარშავაში გერმანიას შეხვდება.

ფეხბურთის გულშემატკივარს საინტერესო ნახევარფინალები ელის. ესპანეთი – პორტუგალია და გერმანია – იტალია. ოთხი უძლიერესი გუნდი ფინალისთვის და ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ჯერ ყველაფერი წინაა.




Read Full Post »

მეოთხედფინალის მესამე შეხვედრა ესპანეთსა და საფრანგეთს შორის შედგა. ესპანელებს დიდად არ უწვალიათ, ბურთს ძირითადად თავად ფლობდნენ. მეცხრამეტე წუთზე კი, ხაბი ალონსომ მოწინააღმდეგის კარში ბურთი თავით შეაგდო და ანგარიში გახსნა.

ფრანგები ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებულები, ამიტომ მთელი თამაშის განმავლობაში, ვერცერთი სახიფათო მომენტი გოლად ვერ აქციეს, ორი ყვითელი ბარათიც მიიღეს და ნახევარფინალსაც დაემშვიდობნენ.

ხაბი ალონსომ კი ძალიან კარგად ითამაშა. ის ნაკრებში მეასე მატჩს ატარებდა და შეხვედრის ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

ფრანგებთან გამარჯვების შემდეგ, ესპანეთი ნახევარფინალში პორტუგალიასთან ცდის ბედს. ორი გატანილი გოლის შემდეგ, ალონსომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო.

საბოლოოდ, ფრანგების მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, გულწრფელად აღიარა, რომ ესპანეთი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და საფრანგეთმა მასთან გამკლავება ვერ შეძლო. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ფრანგები ყველანაირად ცდილობდნენ მოგებას, მაგრამ ვერ შეძლეს.

Read Full Post »

ნახევარფინალის მეორე შეხვედრა გოლების უხვი რაოდენობით გამოირჩეოდა. 90 წუთის მანძილზე, საბერძნეთისა და გერმანიის კარში ერთად, 6 გოლი გავიდა. შეხვედრის დასაწყისში თითქოს არცერთი გუნდი არ აქტიურობდა. სახიფათო მომენტების შექმნა დაახლოებით მეოცე წუთიდან დაიწყო. მარკო როისს რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, ტაიმის მიწურულს, ანგარიშის გახსნა მაინც გერმანიამ მოახერხა. ფილიპ ლამმა 39-ე წუთზე აიღო ბერძნების კარი.

შეხვედრის მეორე ნახევარი ბერძნების უპირატესობით დაიწყო. სამარასმა 55-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

თუმცა, ბერძნებს დიდხანს არ გაუხარიათ. ცოტა ხანში ხედირამ გერმანიის უპირატესობა კიდევ ერთი გოლით წარმოაჩინა.

კლოზემ და როისმა კი, ბერძნებს ყველა შანსი გაუნადგურეს. სულ რამდენიმე წუთის ინტერვალით, გერმანიამ საბოლოო ჯამში საკუთარ ანგარიშზე 4 გოლი დაიწერა.

ერთი რეალური შანსი ბერძნებს თამაშის ბოლოს, თერთმეტმეტრიანის დანიშვნით მიეცათ. სალპინგიდისმა ეს შანსი გამოიყენა და სხვაობის შემცირება შეძლო, თუმცა ბერძნები ნახევარფინალს მაინც დაემშვიდობნენ.



რაც შეეხება გერმანიას, ფეხბურთის გულშემატკივრები მათგან ნახევარფინალშიც აუცილებლად მოგებას ელიან.

Read Full Post »

მეოთხედფინალის შეხვედრები პორტუგალია – ჩეხეთის მატჩმა გახსნა. პირველი ტაიმი უინტერესო იყო. მოწინააღმდეგე მხარეებმა მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო რეალური. ყველაზე დაძაბული საგოლე მომენტი პირველი ტაიმის დამატებით წუთზე კრისტიანო რონალდომ შექმნა. მაგრამ, პორტუგალიელების გოლი ჩეხეთის კარის ძელს მოხვდა.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში პორტუგალიის ნაკრები უფრო გააქტიურდა. ფეხბურთელები ხშირად უტევდნენ. ჩეხებს კი, ძირითადად ბურთების მოგერიება უწევდათ. თუმცა, შეხვედრის 79-ე წუთზე რონალდოს მიერ, თავით დარტყმული ბურთის მოგერიება ჩეხების მეკარემ ვეღარ შეძლო და ანგარიში გაიხსნა.

თამაშის ბოლომდე სიტუაცია აღარ შეცვლილა. შეხვედრა 1:0, ჩეხების მარცხით დასრულდა.

პორტუგალიის ნაკრები საკუთარი შედეგებით ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორისაა.




Read Full Post »

ინგლისი – უკრაინას შეხვედრა აქტიური გამოდგა. მასპინძლები გამუდმებით იბრძოდნენ. პირველ ტაიმში, შეიძლება ითქვას, უპირატესობასაც კი ფლობდნენ. თუმცა, პირველი გოლი მაინც მოწინააღმდეგე ინგლისმა გაიტანა. 48-ე წუთზე ჯერარდის ჩაწოდებული ბურთი, რუნიმ თითქმის ცარიელ კარში შეაგდო და ანგარიშიც გაიხსნა.

ამის შემდეგ უკრაინელებმა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელეს ბრძოლა და 62-ე წუთზე თითქოს ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს.  დევიჩმა ინგლისის კარის ხაზის გადაკვეთა მოახერხა, თუმცა ბურთი ინგლისის მცველმა, ჯონ ტერიმ გამოიტანა და უკრაინელების გოლი მსაჯმა არ ჩათვალა.

თამაშის ბოლომდე, ბევრი მცდელობისა და პროტესტის მიუხედავად, უკრაინელებისთვის არც გატანილი გოლი ჩაითვალა და არც ახალი გასულა. უკრაინელები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

D ჯგუფის ბოლო შეხვედრა საფრანგეთსა და შვედეთს შორის გაიმართა. მატჩი თითქოს აქტიურად დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნაწილის დასაწყისში ფრანგები უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა მაინც ვერ მოახერხეს. უპირატესობა შვედების ხელში გადავიდა და 53-ე წუთზე 1:0 დაფიქსირდა.

კიდევ ერთი გოლი შვედეთის ნაკრების ანგარიშზე თამაშის დასასრულს, 90-ე წუთზე დაიწერა. მეორე წარმატება გუნდს, ლარსონმა მოუტანა.

ასეთი მოგების მიუხედავად, მეოთხედფინალში საგზური მაინც ფრანგებმა მოიპოვეს. მათ ანგარიშზე 4 ქულაა, შვედეთისაზე კი, 3. ჯგუფში პირველ ადგილზე ინგლისის ნაკრები გავიდა 7 ქულით.

21 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ფეხბურთის გულშემატკივრებს უკვე მეოთხედფინალების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

Read Full Post »

ევრო 2012-ის მეთერთმეტე დღემ იტალიისა და ესპანეთის ბედი გადაწყვიტა. იტალია – ირლანდიას შეხვედრა ესპანეთი – ხორვატიას შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა. ორივე თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტიც, თუმცა ანგარიში მხოლოდ 35-ე წუთზე გაიხსნა. იტალიამ საკუთარი უპირატესობა გოლით გააფორმა.

მეორე ტაიმში ირლანდიელები კიდევ უფრო გამოცოცხლდნენ, თუმცა იტალიელების კარის აღება მაინც ვერ მოახერხეს. 90-ე წუთზე კი, ბალოტელიმ საბოლოო გოლი გაიტანა და ცოტა ხანში თამაშიც დასრულდა. ირლანდია შემდეგ ეტაპს დაემშვიდობა. მან მთელი ჯგუფური ეტაპის მანძილზე საკუთარ კარში სულ 9 გოლი გაუშვა.

1:0 დასრულდა ხორვატია – ესპანეთის შეხვედრა, რომელმაც როგორც ესპანეთის, ასევე იტალიის როლიც გადაწყვიტა. ხორვატები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და ეს თამაშის მიმდინარეობაზეც აისახა. ესპანელებს ანგარიშის გახსნა გაუჭირდათ. თუმცა, დასასრულისკენ, 88-ე წუთზე მაინც მოახერხეს მოწინააღმდეგის კარის აღება. ნავასმა ესპანელებს გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

C ჯგუფის გუნდების რეიტინგი კი ასე გადანაწილდა:

1. ესპანეთი – 7
2. იტალია – 5
3. ხორვატია – 4
4. ირლანდია – 0

Read Full Post »

ბოლო ტურის მეორე დღემ კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოავლინა. გერმანია და პორტუგალია, საბერძნეთსა და ჩეხეთთან ერთად ნახევარფინალისთვის იბრძოლებენ. დანიასთან შეხვედრის დროს უპირატესობას ძირითადად გერმანია ფლობდა. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც დანიელებიც უტევდნენ.

ანგარიში გერმანიამ გახსნა. მეცხრამეტე წუთზე კარში ბურთი პოდოლსკიმ შეაგდო.

ცოტა ხანში არც დანია ჩამორჩა და ანგარიში კრონ-დელიმ გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1:1, თითქმის თანაბარი შანსებით დასრულდა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგი კი, მეოთხმოცე წუთზე ბენდერმა დააფიქსირა. გერმანიამ B ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში.

დაძაბული და საინტერესო იყო პორტუგალია – ჰოლანდიის ნაკრების შეხვედრაც. თავიდან თამაში ჰოლანდიელების უპირატესობით დაიწყო და მეთერთმეტე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა.

შემდეგ კრისტიანო რონალდომ რამდენჯერმე ცადა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბურთი ძირითადად ძელს ხვდებოდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 28-ე წუთზე რონალდომ გოლის გატანა მაინც მოახერხა. პირველი ტაიმი, დანია – გერმანიის შეხვედრის მსგავსად, 1:1 დასრულდა.

საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე დაფიქსირდა. კრისტიანო რონალდომ პორტუგალიელების გახარება კიდევ ერთხელ მოახერხა და ნაკრებს ორი გოლი მოუტანა.

შეხვედრა 2:1, ჰოლანდიის წაგებით დასრულდა. გერმანია და პორტუგალია უკვე მეოთხედფინალისთვის ემზადებიან. წინ კი, ხორვატია – ესპანეთისა და იტალია – ირლანდიის შეხვედრებია.



Read Full Post »

Older Posts »