C ჯგუფის პირველ შეხვედრაში გამარჯვებისთვის იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში, ორივე ნაკრები უამრავ დაძაბულ მომენტს ქმნიდა. 61-ე წუთზე კი, ანგარიში ანტონიო დი ნატალემ, იტალიის სასარგებლოდ გახსნა.
თუმცა, იტალიის გულშემატკივართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად სამ წუთში სესკ ფაბრეგასმა ანგარიში გაათანაბრა და დანაღვლიანებული ესპანელები გამოაცოცხლა.
ბევრი დაძაბული მომენტის მიუხედავად, თითო გოლის შემდეგ, არცერთი მოწინააღმდეგის ანგარიში არ გაზრდილა. საბოლოოდ, მესამე დღის პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში, წინასგან განსხვავებით, აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდა ხორვატიის ნაკრები. თამაშის დაწყებიდან სამ წუთში, პირველი გოლი მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.
ხორვატიას არ ჩამორჩა ირლანდიის ნაკრები და შონ სენტ ლეჯერმა საპასუხო გოლი მეცხრამეტე წუთზე შეაგდო მოწინააღმდეგის კარში.
თუმცა, ირლანდიისთვის ეს გოლი პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს, ხორვატმა იელავიჩმა ანგარიში გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მანჯუკიჩმა კიდევ ერთხელ გაახარა ხორვატები. მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ირლანდიელმა გულშემატკივრებმა მოიწყინეს. 😦
Leave a comment