Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ირლანდია’

ევრო 2012-ის მეთერთმეტე დღემ იტალიისა და ესპანეთის ბედი გადაწყვიტა. იტალია – ირლანდიას შეხვედრა ესპანეთი – ხორვატიას შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა. ორივე თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. შეიქმნა რამდენიმე სახიფათო მომენტიც, თუმცა ანგარიში მხოლოდ 35-ე წუთზე გაიხსნა. იტალიამ საკუთარი უპირატესობა გოლით გააფორმა.

მეორე ტაიმში ირლანდიელები კიდევ უფრო გამოცოცხლდნენ, თუმცა იტალიელების კარის აღება მაინც ვერ მოახერხეს. 90-ე წუთზე კი, ბალოტელიმ საბოლოო გოლი გაიტანა და ცოტა ხანში თამაშიც დასრულდა. ირლანდია შემდეგ ეტაპს დაემშვიდობა. მან მთელი ჯგუფური ეტაპის მანძილზე საკუთარ კარში სულ 9 გოლი გაუშვა.

1:0 დასრულდა ხორვატია – ესპანეთის შეხვედრა, რომელმაც როგორც ესპანეთის, ასევე იტალიის როლიც გადაწყვიტა. ხორვატები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და ეს თამაშის მიმდინარეობაზეც აისახა. ესპანელებს ანგარიშის გახსნა გაუჭირდათ. თუმცა, დასასრულისკენ, 88-ე წუთზე მაინც მოახერხეს მოწინააღმდეგის კარის აღება. ნავასმა ესპანელებს გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

C ჯგუფის გუნდების რეიტინგი კი ასე გადანაწილდა:

1. ესპანეთი – 7
2. იტალია – 5
3. ხორვატია – 4
4. ირლანდია – 0

Read Full Post »

C ჯგუფში, მეორე ტური ხორვატია – იტალიის შეხვედრამ გახსნა. პირველი ტაიმი საკმაოდ მშვიდი გამოდგა. ფეხბურთელები საგოლე მომენტებს ნაკლებად ქმნიდნენ. თუმცა, 39-ე წუთზე იტალიის ნაკრების წევრმა, ანდრეა პირლომ მაინც მოახერხა ხორვატების კარის აღება. პირველი ნაწილი იტალიელების უპირატესობით დასრულდა.

მეორე ტაიმში ხორვატები თავიდან ამაოდ იბრძოდნენ ანგარიშის გათანაბრებისთვის. თუმცა ბოლოსკენ, სტრინიჩის ჩაწოდებული ბურთი მანჯუკიჩთან მივიდა. მანჯუკიჩმა კი მოახერხა და ანგარიში 1:1  შეასრულა. მარიო მანჯუკიჩისთვის, ევროპის ჩემპიონატზე ეს უკვე მესამე გოლია. ბომბარდირთა სიაში მასთან ერთად ალან ძაგოევი და მარიო გომესიც არიან. იტალია – ხორვატიას თამაში საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსები კი, იტალიისთვის ბუნდოვანი დარჩა.

იტალია – ხორვატიას თამაშზე ასეთი უცნაური ფანებიც გამოერეოდნენ. 🙂

რაც შეეხება მეორე ტურის მეორე თამაშს, ესპანეთმა ირლანდიის ნაკრებს წარმატების ყველანაირი შანსი გაუქრო. ესპანელმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის კარში 4 გოლი გაიტანეს. ირლანდიელებს არათუ საგოლე მომენტები, ბურთის ფლობის შემთხვევებიც იშვიათად ჰქონდათ. პირველი ტაიმი შედარებით მშვიდი იყო. მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი და ერთი გატანილი გოლი. ანგარიში ტორესმა, მეოთხე წუთზე გახსნა.

თამაშის მეორე ნახევარში კი, ესპანელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. სილვა, ტორესი და ფაბრეგასი – ირლანდიელების დამარცხებაში განსაკუთრებული როლი ამ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათი გოლები 49-ე, 70-ე და 83-ე წუთებზე გავიდა.

მთელი თამაშის განმავლობაში ირლანდიელები მშვიდად ადევნებდნენ თვალს საკუთარი ნაკრების თამაშს და ბოლოს ფეხბურთელები მოედნიდან ტაშითაც კი გააცილეს. ირლანდია შემდეგ ეტაპზე გადასვლას საბოლოოდ დაემშვიდობა.




Read Full Post »

C ჯგუფის პირველ შეხვედრაში გამარჯვებისთვის იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში, ორივე ნაკრები უამრავ დაძაბულ მომენტს ქმნიდა. 61-ე წუთზე კი, ანგარიში ანტონიო დი ნატალემ, იტალიის სასარგებლოდ გახსნა.



თუმცა, იტალიის გულშემატკივართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად სამ წუთში სესკ ფაბრეგასმა ანგარიში გაათანაბრა და დანაღვლიანებული ესპანელები გამოაცოცხლა.





ბევრი დაძაბული მომენტის მიუხედავად, თითო გოლის შემდეგ, არცერთი მოწინააღმდეგის ანგარიში არ გაზრდილა. საბოლოოდ, მესამე დღის პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა.





C ჯგუფის მეორე შეხვედრაში, წინასგან განსხვავებით, აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდა ხორვატიის ნაკრები. თამაშის დაწყებიდან სამ წუთში, პირველი გოლი მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.



ხორვატიას არ ჩამორჩა ირლანდიის ნაკრები და შონ სენტ ლეჯერმა საპასუხო გოლი მეცხრამეტე წუთზე შეაგდო მოწინააღმდეგის კარში.



თუმცა, ირლანდიისთვის ეს გოლი პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს, ხორვატმა იელავიჩმა ანგარიში გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მანჯუკიჩმა კიდევ ერთხელ გაახარა ხორვატები. მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.







ირლანდიელმა გულშემატკივრებმა მოიწყინეს. 😦




Read Full Post »